
ხალების ირგვლივ თეთრი ქობის გაჩენა ყურადღების გარეშე არასდროს რჩება და ხშირად მელანომის შიშსაც იწვევს. ასეთი ცვლილება ხშირად ვითარდება ბავშვებში და არცთუ იშვიათად მოიცავს რამდენიმე ხალს. რა არის ჰალო ნევუსი და არის თუ არა ხალის ასეთი ცვლილება საშიში?
ჰალო ნევუსი ( სეტონის ხალი, რეგრესული ხალი) არის ხალი, რომლის ირგვლივაც როგორც სიმეტრიული ქობა ვითარდება დეპიგმენტური (თეთრი) ლაქა. ასეთი ხალების უმრავლესობა კეთილთვისებიანი დერმალური ნევუსია. შედეგად ხალი თანდათან უფერულდება და ბოლოს სრულიად ქრება, ხოლო დეპიგმენტური უბანი აღიდგენს ფერს. ხალის ასეთი ცვლილება ხშირად ასოცირდება აუტოიმუნურ პროცესებთან და დაავადებებთან, ზოგჯერ შესაძლოა იყოს ვიტილიგოს გამოვლინება. თუმცა იშვიათად ვლინდება როგორც მელანომის თანმხლები ცვლილება. ამიტომაც აუცილებელია შეფასდეს არა მხოლოდ დეპიგმენტური ლაქა, არამედ ხალი სტრუქტურულად მასში მიმდინარე ცვლილებებით და მოხდეს დინამიკაში დაკვირვება. მსგავს შემთხვევაში კვლევის საუკეთესო მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.
ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე!
დერმატოლოგი ხათუნა კუდავა