ახალშობილთა ტოქსიური ერითემა უცნობი ეტიოლოგიის, კეთილთვისებიანი, გავრცელებული გამონაყარია ჯანმრთელ ახალშობილებში. გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ერითემული გამონაყარით, რომელთა ზედაპირზეც ხშირად ვითარდება პაპულები და პუსტულები. ახალშობილთა ტოქსიური ერითემა გრძელდება რამდენიმე საათიდან სამ კვირამდე. გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია გამოირიცხოს კანის ბაქტერიული ინფექცია (პიოდერმია), კანის სოკოვანი ინფექცია (კანდიდოზი), კანის ვირუსული ინფექცია (ჰერპესი), მუნი, ახალშობილთა გარდამავალი პუსტულოზური მელანოზი.