კანის დაავადებები

ფრჩხილების მედიალური ღაროვანი დისტროფია / Dystrophia unguium canaliformis media

ფრჩხილების დაზიანება შესაძლოა უკავშირდებოდეს მავნე ჩვევას. კვნეტისა და ხახუნის მავნე ჩვევა ზოგჯერ იწვევს ფრჩხილის ფირფიტის შუა ნაწილში სიგრძივი ღარის გაჩენას, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალური ნაპრალებით შექმნილ ზოლისებრ დაზიანებას. მუდმივ ტრავმას თან სდევს ფრჩხილის მატრიცის დაზიანება და ზრდის დარღვევა.