კანის დაავადებები

ტერფის მეჭეჭები / Verrucae plantaris

ტერფის მეჭეჭები პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც ლოკალიზდება ტერფებზე. გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, კანისფერი, გარქოვანებული პაპულების სახით. გამონაყარის ელემენტები ხშირად ერთიანდება. პაპულებს უპირატესად აქვს ჩაზნექილი ფორმა, მათ ზედაპირზე კი ისახება შავი წერტილები - დათრომბილი კაპილარები. ტერფის მეჭეჭები ხშირად ვითარდება ტერფების მაქსიმალური დატვირთვის უბნებზე, ზეწოლისასას მტკივნეულია. მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად.