კანის დაავადებები

სკლეროზული ლიქენი

სკლეროზული ლიქენი უცნობი ეტიოლოგიის, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება კანი და უპირატესად სასქესო არის ლორწოვანი გარსები. კანზე გამოვლენილი კერები ხშირად უსიმპტომოა, თუმცა ლორწოვანზე არსებული დაზიანების უბნები ხშირად იწვევს პაციენტთა დისკომფორტს, დაავადების პროგრესირების შემთხვევაში კი - მნიშვნელოვან ფუნქციურ შეზღუდვებს. სკლეროზული ლიქენი თავდაპირველად გამოვლინდება მცირე ზომის, ბრტყელი, მოთეთრო ფერის ატროფიული პაპულებით, რომლებიც შემოსაზღვრულია ვარდისფერი ქობით. ისინი შემდეგ ერთიანდებიან მცირე ზომის ბალთებად. ბალთებს შორის აღინიშნება მცირე ზომის კეროვანი ჰემორაგიის უბნები. სკლეროზული ლიქენისთვის მეტად დამახასიათებელია ქავილი და ამიტომაც შესაძლებელია კერის მეორადად დაინფიცირება.