კანის დაავადებები

მარტივი ქრონიკული ლიქენი
(მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) Lichen simplex chronicus

მარტივი ქრონიკული ლიქენი (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) გამოვლინდება კანის კონკრეტული შემოფარგლული უბნების ქავილით. შეტევითი ხასიათის ქავილი წარმოადგენს სწორედ პაციენტის ძირითად ჩივილს. ქავილის მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება იყოს მეტად მარტივი: ტანსაცმლის ჩაცმა-გახდა, მაკიაჟის მოცილება (კანზე ხახუნის გამო) ან სითბოს ზემოქმედება. მარტივი ქრონიკული ლიქენის (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) დროს კანზე კლინიკურად ვლინდება შემოფარგლული, ლიქენიფიცირებული ბალთები ზედაპირზე უმნიშვნელო აქერცვლით. პალპაციით კანი გამკვრივებულია. დათვალიერებით აღინიშნება კანის სურათის გაძლიერება. მარტივი ქრონიკული ლიქენის (მარტივი ქრონიკული დერმატიტი, შემოფარგლული ნევროდერმიტი) გამონაყარის კერები უპირატესად ლოკალიზებულია კისრის უკანა ზედაპირზე, კოჭ-წვივის სახსრის, წვივების, წინამხრების, საზარდულის ან პერიანალურ არეებში. დაავადება შესაძლოა გაგრძელდეს წლები სათანადო მკურნალობის გარეშე.