კანის დაავადებები

მონეტისებური ეგზემა (მონეტისებური დერმატიტი, ნუმულარული დერმატიტი)

მონეტისებური ეგზემა (მონეტისებური დერმატიტი, ნუმულარული დერმატიტი) არის ეგზემის ერთ-ერთი სახე, რომლის სახელწოდებაც ასახავს მის კლინიკურ სურათს. ამ დერმატიტის დროს კანზე წარმოქმნილი დაზიანების კერები მრგვალი, მონეტისებური ფორმისაა. შემოფარგლულ აქერცვლას ხშირად თან ერთვის ეგზემისთვის დამახასიათებელი ვეზიკულების წარმოქმნა. მონეტისებური ეგზემას (მონეტისებური დერმატიტი, ნუმულარული დერმატიტი) შესაძლოა თან დაერთოს მეორადი ბაქტერიული ინფექცია. გამონაყარის ზედაპირზე მოყვითალო ექსუდატის გაჩენა და მოგვიანებით ამავე ადგილას წარმოქმნილი მოყვითალო ქერქი სწორედ ამ პროცესზე მიუთითებს. დაავადება ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ქავილით. გამონაყარი ვითარდება ტანსა და კიდურებზე. მონეტისებური ეგზემა (მონეტისებური დერმატიტი, ნუმულარული დერმატიტი) ახასიათებს ეტაპობრივი განვითარება, ქრონიკული მიმდინარეობა და პერიოდული გამწვავებები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარებას.