კანის დაავადებები

ჰერპეტიფორმული დერმატიტი / Dermatitis herpetiformis

ჰერპეტიფორმული დერმატიტი წარმოადგენს კანის ქრონიკულ, იშვიათ დაავადებას, რომელიც ასოცირებულია გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათიასთან. დაავადება მიმდინარეობს ძლიერი, შემაწუხებელი ქავილით. ჰერპეტიფორმული დერმატიტის დროს გამონაყარი უპირატესად ლოკალიზებულია სიმეტრიულად იდაყვების, მუხლების, კუდუსუნისა და თავის თმიან არეებში. კანზე გამონაყარი ძირითადად ვლინდება ვეზიკულების ფორმით, თუმცა არაიშვიათია ერითემული, ურტიკარული, პაპულური და ბულოზური ელემენტების არსებობაც.