კანის დაავადებები

ფსორიაზული ონიქოდისტროფია (ფრჩხილის ფსორიაზული დაზიანება)

ფსორიაზული ონიქოდისტროფია (ფრჩხილის ფსორიაზული დაზიანება) ფრჩხილების ფსორიაზული დაზიანება ვლინდება ძირითადად კანის დაზიანებასთან ერთად დაავადებულთა 10-80%. დაახლოებით 5%-ში ის შეიძლება გამოვლინდეს დამოუკიდებლად. ფსორიაზული ართრიტით დაავადებულებში ფსორიაზული ონიქოდისტროფია ვლინდება 70-80%-ში.

ფსორიაზული ონიქოდისტროფიის ძირითადი მახასიათებლები:
უფრო ხშირად ზიანდება ხელის მტევნების ფრჩხილები. ფრჩხილის ფირფიტის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევით არ ვლინდება სოკოს მიცელიუმებისა და სპორების არსებობა, იკვეთება ფრჩხილის საწოლის ჰიპერპლაზია და ჰიპერგრანულოზი. მიკროსკოპული და კულტურალური გამოკვლევა სოკოზე ნეგატიურია. დიაგნოსტირების ძირითადი მეთოდია ონიქოსკოპია.

ფსორიაზული ონიქოდისტროფიის ძირითადი კლინიკური გამოვლინებანი:
წერტილოვანი ჩანაჭდევები
ბოს ხაზები
ჰიპერკერატოზი
ონიქოლიზისი
ლეიკონიქია
ზეთოვანი წვეთის ფენომენი