კანის დაავადებები

დისჰიდროზული ეგზემა (დისჰიდროზი, pompholyx)

დისჰიდროზული ეგზემა უცნობი ეტიოლოგიის, ქრონიკულად მიმდინარე, მორეციდივე დერმატიტია. გამონაყარი ვლინდება ხელის მტევნებისა (ხელისგულებისა და თითების გვერდითი ზედაპირების) და ტერფების არეებში, ახასიათებს სიმეტრიული დაზიანება და მკვეთრი ქავილი. თავდაპირველად წარმოქმნილი მრავლობითი, მონომორფული, გამჭვირვალე სითხით სავსე, მკვრივი საფარველის მქონე ბუშტუკები 1-3 კვირის განმავლობაში თანდათან იხსნება და წარმოიქმნება ეროზიული უბნები. შესალოა ქრონიკული ეგზემატოზური ცვლილებების გამოვლენა ერითემით, აქერცვლითა და ლიქენიფიკაციით. საბოლოოდ, გამწვავების პერიოდის დასრულებისას ვლინდება მოყავისფრო ფერის ლაქები. მკურნალობა უნდა შეირჩეს კლინიკურად გამოვლენილი სიმპტომების გათვალისწინებით.