კანის დაავადებები

შავი აკანტოზი / Acanthosis nigricans

უსიმპტომო, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც არჩევითად აზიანებს კანის ნაოჭებს. შავი აკანტოზის დროს ზიანდება კისრის, იღლიების, საზარდულის ნაოჭები, მუხლქვეშა და იდაყვების სახსრების მომხრელი ზედაპირების კანი. დაავადებისთვის დამახასიათებელია სიმეტრიული გამოვლინება. პაციენტებს ხშირად აწუხებთ ,,ჭუჭყისფრი“ ლაქები, რომელთა მოცილებასაც ვერ ახერხებენ ბანაობის დროს. შავი აკანტოზის დროს კანის დაზიანებული უბანი გასქელებულია, ყავისფრი, ხავერდოვანი ელფერით. ზედაპირი შესაძლოა იყოს ხორკლიანი ან პაპილომატოზური. დაავადება ხშირად ასოცირდება ენდოკრინულ დაავადებებთან, ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების (ესტროგენები, ნიკოტინის მჟავა) მიღებასთან.