კანის დაავადებები

ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) / Onychomycosis

ფრჩხილის სოკოვანი დაავადება (ონიქომიკოზი) ფრჩხილის ინფექციური დაზიანებაა, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სახეობის სოკო, ხშირად Trichopyton rubrum, Trichopyton mentagrophytes და Candida albicans. ეს პათოლოგია ხშირად ასოცირდება ტერფის დერმატომიკოზთან და უპირატესად აზიანებს ტერფის ფრჩხილებს, თუმცა არაიშვიათია ხელის მტევნის ფრჩხილების დაზიანებაც. დაავადების განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ფრჩხილების ტრავმული დაზიანება. დაავადების დიაგნოსტირება ხდება ლაბორატორიულად. ფრჩხილის ფირფიტასა და ჰიპონიხიუმში ვლინდება სოკოს სპორები და მიცელიუმები. პირველ ეტაპზე ტარდება ფრჩხილის ფირფიტიდან აღებული მასალის მიკროსკოპული გამოკვლევა სოკოს მიცელიუმებისა და სპორების აღმოსაჩენად. მეორე ეტაპზე ტარდება კულტურალური კვლევა, რომლითაც ხდება სოკოს სახეობრივი იდენტიფიცირება. ონიქომიკოზის თანდართული ტერფის სოკოვანი ინფექცია გამოვლინდება ამ არეში კანის შემოფარგლული, მოვარდისფრო აქერცლილი უბნებით. თითებშუა ნაოჭების ცენტრში ხშირია ნაპრალების განვითარება. ფრჩხილების კანდიდოზური ინფექციით ხშირად ავადდებიან დიასახლისები. არჩევითად ზიანდება ხელის მტევნების მესამე და მეოთხე თითების ფრჩხილები, რასაც თან ახლავს ფრჩხილის მორგვების შეშუპება. ამავდროულად ვლინდება მუქი წითელი ფერის ეროზიული უბანი თითებშორის ნაოჭში.
ონიქომიკოზის კლინიკური ფორმები:
დისტალური სუბუნგუალური ფრჩხილის სოკოვანი დაავადების მეტად გავრცელებული ფორმა, რომლის დროსაც ფრჩხილის დისტალური ნაწილი იცვლის როგორც შეფერილობას, ასევე სტრუქტურას. ხდება მოყვითალო ან თეთრი გაუმჭვირვალე, გასქელებული, ფშვნადი.
პროქსიმალური სუბუნგუალური ხშირია პაციენტებში, რომელთაც აქვთ იმუნური სისტემის პრობლემები. პროცესი იწყება კუტიკულის არეში და თანდათან ვრცელდება ფრჩხილის ფირფიტაზე. გამომწვევები: Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes.
თეთრი ზერელე უპირატესად აზიანებს ტერფის ფრჩხილებს. ყველაზე ხშირი გამომწვევია Trichophyton mentagrophytes. ხასიათდება ფრჩხილის ფირფიტის ზერელე ინვაზიით, რაც გამოიხატება ზერელე აქერცვლით. ენდონიქსი რძისფერი, გაუფერულებული უბანი ფრჩხილში ფირფიტის ზედაპირის ცვლილების გარეშე. გამომწვევები Trichophyton violaceum, Trichophyton soudanense, Trichophyton tonsurans. ზოგჯერ ვლინდება როგორც თავის თმიანი არის მიკოზის თანმხლები პათოლოგია. სოკოვანი მელანონიქია, შერეული ფორმა, ტოტალური დისტროფია