კანის დაავადებები

ექსფოლიაციური კერატოლიზი / Keratolysis exfoliativa

უცნობი ეტიოლოგიის, ქრონიკულად მიმდინარე დერმატოზია, რომელიც ვლინდება ხელისგულებისა და ფეხისგულების კანის აქერცვლით. დაავადება ხშირად უკავშირდება მომატებულ ოფლიანობას და ვლინდება ძირითადად ზაფხულის პერიოდში. ზოგ შემთხვევაში მიმდინარეობს რეციდივებით. აუცილებელია კანის აქტიური დატენიანება.