კანის დაავადებები

ფოლიკულიტი / Folliculitis

ფოლიკულიტი თმის ფოლიკულის ანთებითი დაავადებაა, რომელიც კლინიკურად ვლინდება ერითემატოზული ქობით შემოფარგლული კონუსისებრი პუსტულებით. გამონაყარი ვითარდება უეცრად, ზოგჯერ მტკივნეულია. გამომწვევი მიზეზის მიხედვით გამოიყოფა ფოლიკულიტის შემდეგი ფორმები:

მექანიკური ფოლიკულიტი
ბაქტერიული ფოლიკულიტი
სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფოლიკულიტი
სტეროიდული ფოლიკულიტი
ოკლუზიური ფოლიკულიტი
,,ცხელი აბაზანის“ ფოლიკულიტი
ეოზინოფილური ფოლიკულიტი