კანის დაავადებები

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენული თმის ცვენა)

ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენული თმის ცვენა) წარმოადგენს ანდროგენებით გამოწვეულ თმის ცვენას გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებში. მამაკაცებში ის ხშირად გარდატეხის ასაკის შემდეგ იწყება, თანდათან პროგრესირებს და საფეთქლისა და თხემის არეებს მოიცავს. ანდროგენული ალოპეცია (ანდროგენული თმის ცვენა) ქალებში უპირატესად პოსტმენოპაუზის პერიოდში გამოვლინდება. მოიცავს თხემის არეს ისე, რომ შულისა და თხემის მოსაზღვრე უბანზე თმის ნორმალური საფარველი შენარჩუნებულია და არც საფეთქლის არეებია პროცესში ჩართული.