კანის დაავადებები

შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) / Morphea

შემოფარგლული სკლეროდერმია (მორფეა) წარმოადგენს იდიოპათიურ დაავადებას, რომელიც გამოვლინდება კანზე სკლეროზული ბალთების არსებობით. გავრცელების მიხედვით მორფეა შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან გენერალიზებული. საწყისში შემოფარგლული სკლეროდერმიის (მორფეას) კერები ანთებითია და აქვს იისფერი ელფერი. მოგვიანებით დაზიანების კერებში ისახება ჰიპერპიგმენტაცია, ფიბროზი და ატროფია. შემოფარგლული სკლეროდერმიის (მორფეას) კლინიკურ ფორმას წარმოადგენს ხაზოვანი სკლეროდერმია, რომელიც ძირითადად გამოვლინდება კიდურებისა და თავის ( შუბლისა და თავის თმიანი არის) მიდამოებში.