კანის დაავადებები

ტელოგენური თმის ცვენა

ტელოგენური თმის ცვენა წარმოადგენს თმის დიფუზურ ცვენას, რომლის დროსაც არ აღინიშნება ნაწიბურის არსებობა და თავის თმიანი არის ანთებითი პროცესები. ის ხშირად იწყება სტრესიდან რამდენიმე თვეში უეცრად. ტელოგენური თმის ცვენის ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს მშობიარობა, მკაცრი დიეტა, მძიმე, ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ოპერაციული ჩარევები და სხვა. მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტრიქოსკანის მეშვეობით. ამ მეთოდით ხდება სრულფასოვანი ვიზუალიზაცია და ტრიქოგრამის მაჩვენებლების განსაზღვრა (თმის ღერის სიხშირე, ანაგენის და ტელოგენის პროცენტული თანაფარდობა, თმის ღერის საშუალო სიგრძე, ღინღლოვანი და ტერმინალური თმის ღერების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების თანაფარდობა). გამოკვლევის შემდეგ იგეგმება საჭირო მკურნალობის კურსი.