კანის დაავადებები

ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია

ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია ცხიმოვანი ჯირკვლების გადიდებით მიმდინარე კეთილთვისებიანი პათოლოგიაა. დაავადება ვლინდება სახის არეში. თავდაპირველად წარმოიქმნება მცირე ზომის, მოყვითალო ან კანისფერი პაპულები, რომლებიც ოდნავ ამოწეულია კანის დონიდან. ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზიის მოგვიანებით პერიოდში ვლინდება ჩამოყალიბებული, მოყვითალო-ნარინჯისფერი, მკვეთრად შემოსაზღვრული და კანის დონიდან მნიშვნელოვნად ამოწეული პაპულები, ცენტრში ჭიპისერი ჩაღრმავებით. დაავადების სადიაგნოსტიკოდ ინფორმაციული მეთოდია ციფრული დერმატოსკოპია.