ექიმი დერმატოლოგი
ხათუნა კუდავა

დერმატოსკოპია - სკრინინგი კანის წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში

დერმატოსკოპია კანის წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში პირველი ეტაპია. ეს უახლესი მეთოდი საშუალებას იძლევა შეფასდეს როგორც პიგმენტური, ისე არაპიგმენტური წარმონაქმნის მდგომარეობა. სპეციფიური სტრუქტურის განსაზღვრა, ზომის, საზღვრების, პიგმენტური ჩანართების ფერისა და განაწილების ვიზუალიზაცია, განსხვავებული სისხლძარღვოვანი ელემენტების გამოვლენა დიაგნოზის დასმის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. წარმონაქმნის ავთვისებიანობის გამოსავლენად შექმნილი სისტემები მახასიათებლების ციფრობრივი დამუშავების მეშვეობით საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ კონკრეტული წარმონაქმნი უსაფრთხოა, საჭიროებს კონტროლს და დაკვირვებას თუ აუცილებელია მისი მოცილება. ABCD, 7-Point Check-List, Mole Expert micro მონაცემების გათვალისწინებით იგეგმება მომდევნო ეტაპები. ციფრული დერმატოსკოპი საშუალებას იძლევა შევინახოთ სრული ინფორმაცია წარმონაქმნის არსებული მდგომარეობის შესახებ და შევაფასოთ ცვლილებები დროში. დინამიკაში დაკვირვების შემთხვევაში კონტროლის ვადები ირჩევა ინდივიდუალურად. საჭიროების მიხედვით იგეგმება ციტოლოგიური და პათომორფოლოგიური კვლევები. დერმატოსკოპია ინფორმაციულია ხალების, მელანომების, ბაზალურუჯრედოვანი კარცინომების, აქტინური კერატოზების, სებორეული კერატომების, ჰემანგიომების, ანგიოკერატომების, პიოგენური გრანულომის, ფიბრომების, დერმატოფიბრომების, ვირუსული მეჭეჭების, კონტაგიოზური მოლუსკების სადიაგნოსტიკოდ. ეს არაინვაზიური და ხელმისაწვდომი გამოკვლევა წარმოადგენს სკრინინგ - მეთოდს კანის წარმონაქმნების დიაგნოსტიკაში.

დაგვიკავშირდით

კონტაქტი